ამბები




,,რა მოხდა, აღარ ყავს მურღულიას ძველი მფარველები?"-ყოფილი საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების კოალიციიდან, ნატო ქათამაძე მურღულიას მერობის პერიოდში საკრებულოს საქმიანობას იხსენებს.


,,რა მოხდა, აღარ ყავს მურღულიას ძველი მფარველები?"-ყოფილი საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების კოალიციიდან, ნატო ქათამაძე მურღულიას მერობის პერიოდში საკრებულოს საქმიანობას იხსენებს.


  ქუთაისის ყოფილი მერი Shota Murgulia და წინა მოწვევის საკრებულოს წევრები, ე.წ  მისი "მიმდევრები" , საკრებულოს სხდომებზე,
 ჩემს მიერ, იმ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას, (რომელიც დღეს პროკურატურის შესწავლის საგანი გახდა) ორკესტრირებულად თავს, რომ მესხმოდით და ბოლო ხმაზე ხაოდით, "როდემდე უნდა გისმინოთ, დავიღალეთო..." მაშინ რომ მოგესმინათ, ეხლა ხომ არ იქნებოდით, მაგ მდგომარეობაში?
მაშინ მე მქონდა ჯოჯოხეთად ქცეული საკრებულოს სხდომები (რადგან თქვენ არ დაგემსგავსეთ) , ეხლა თქვენი სახეები მინდა ვიხილო ისე შეშინებული როგორც შოთა მურღულია იყო წუხელ ვასიკო ოდიშვილის იუმორისტულ გადაცემაში. ..
თურმე მურღულიას საქმიანობის ბოლო 3 წელს სწავლობენ, მაშინ ჩემი საჯარო განცხადებებით არც პროკურატურა დაინტერესდა და არც ცენტრალური ტელევიზიები... ეხლა რა მოხდა, აღარ ყავს მურღულიას ძველი მფარველები ინფრასტრუქტურის სამინისტროში?
რომ არა მურღულიას მავნებლობა ეხლა მდინარე ოღასკურას ( რომელიც ჩემს ყოფილ მაჟორიტარულ ოლქშია) რეაბირიტირებული და კაპიტალურად გაკეთებული იქნება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ჯერ ჯავახიშვილი, მერე ალავიძე, ძლივს იმ კონდიციამდე მივიყვანე პრობლების აქტუალურობაში დამერწმუნებინა და დაფინანსებაზე დამეთანხმებინა, რომ მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა და მთავრობის სხდომაზე უნდა გასულიყო დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტრომ დაბლოკა, მიზეზი რომელიც მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურუძემ "გამომიცხადა" "ქალაქის მერმა არ ჩათვალა პრიორიტეტულად"-ო... იმედია ამაში დამეტანხმები Vasili Kapanadze.
და კიდევ, უფრო დიდი მიზეზი ის ოყო, რომ ჩემი როგორც მაჟორიტარის საქმიანობა არ წარმოჩენილიყო....
დარჩა პროექტი გაკეთებული. ..
საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალმა მაჟორიტართა irakli Shengelia -მ ოღასკურას რეაბილიტაციის პროექტი თავის გაკეთებულად მიიწერა და ქულების დაწერა დაიწყო...
თუმცა, ნეტავ გაეკეთებია და არ დავეძებდი.... მდინარის ფსკერი რომ დააბეტონეს, ნეტავ ამას არ შეისწავლის "შესაბამისი" სამსახური?
თუ, ამ საქმესაც მაშინ მიხედავენ როცა მავანი და მავანი სკამებს "შეირგებს"?
"კარგ ამბავს" ველოდები ქ. ქუთაისის საქალაქო პროკურატურიდან"-წერს ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com