"წითელ ხიდთან მაგნოლიის ლამაზი ხე ჰყვავის" - ქუთაისის სიმბოლოდ ქცეული მაგნოლია


"წითელ ხიდთან მაგნოლიის ლამაზი ხე ჰყვავის" - ქუთაისის სიმბოლოდ ქცეული მაგნოლია

ხე, რომელიც წითელ ხიდთან ყვავის და გაზაფხულის მოსვლას გვახარებს, უკვე ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. ვარდისფრადაყვავებულმაგნოლიასთან ფოტოების გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება ძალიან პოპულარული გახდა .„მაგნოლიას გარეშე გაზაფხული ვერ მოვა ქუთაისში“, „მაგნოლიამ წაიკეკლუცა და ბებერ სახლებს თვალი ჩაუკრა“, "აყვავებულა ქუთაისის სილამაზე“ - ამ და სხვა მსგავს პოსტებს, რომლებსაც ფეისბუქზე მრავლად ვხვდებით, უამრავი მოწონება, გაზიარება და კომენტარები აქვს.

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ეს სილამაზე შეამჩნია და სხვაგვარად დაგვანახა ,აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი ომარ გვეტაძეა. როგორც ამბობს, მაგნოლიის 80-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგან უმრავლესობა საქართველოშია კულტივირებული.

მეორე მხარე, რომელზეც ომარ გვეტაძე საუბრობს , მაგნოლიის სიმბოლურ დატვირთვას უკავშირდება.

ომარ გვეტაძის თქმით გაღვიძების, გაზაფხულისა და მარადიულობის სიმბოლო ამაყად დგას წითელი ხიდთან .ის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და წუთისოფლის წარმავლობასაც შეგვახსენებს.

სწორედ მაგნოლიასადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ დააწერინა ომარ გვეტაძეს წიგნი. იისფერი მაგნოლია- ასე ქვია წიგნს, რომლეშიც 100-მდე ლექსია თავმოყრილი. პირველი ლექსი, რომელიც წიგნის გადაშლისთანავე მიიქცევს მკითხველის ყურადღებას მაგნოლიას ეხება, მაგნოლიას, რომელიც მწერალთან იისფერია.






скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com