ქუთაისელი ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი მეექვსედ გახდა





სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტლით ნაკრების ქუთაისელმა ფალავანმა ზვიად პატარიძემ (130კგ) ფინალში რუმინელი ისთვან ბერეი დაამარცხა და ასაკობრივ ჩემპიონატებში ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა საბოლოო ჯამში  ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

6 მარტს, ქართველ ფალავნებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) იჭიდავებს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის დამამშვიდებელ წრეში გააგრძელებს ბრძოლას გიორგი კურტანიძე (67 კგ).
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com