7 გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო - თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 51 წლის მამაკაცი მოკლეს.


7 გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო - თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 51 წლის მამაკაცი  მოკლეს.

დაახლოებით, ხუთ საათზე ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს. ქუჩაში ფეხით მიმავალი ზვიად ჯაფარიძე ავტომობილიდან ჩაცხრილეს. შვიდი ტყვიიდან ბოლო საკონტროლო იყო. მას სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. ის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ჯაფარიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. მკვლელების ერთ ერთი ვერსია, რომელზეც პოლიცია მუშაობს, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. არსებობს ვარაუდი, რომ ჯაფარიძეზე შურის იძიეს.

სროლის წინ ვერცხლის ქუჩაზე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელები ჯაფარიძეს აედევნენ და მაშინ, როდესაც ის ვერცხლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მანქანიდან ესროლეს და მანქანითვე მიიმალნენ.
რუხი ვოლცვაგენი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ნახა.
თავდამსხმელების მანქანიდან გადმოსვლა, სავარაუდოდ, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.


კრიმინალური პოლიცია ამ დრომდე ჯაფარიძის მკვლელობაში ბრალდებულებს ეძებს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com