16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა ზღვის შესართავთან იპოვეს


16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა ზღვის შესართავთან იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.იგი 29 იანვარს ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა. 
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მეათეკლასელ მოზარდს ეძებდნენ, რომელიც მდინარეში სამი კვრის წინ გადავარდა.
ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com