ამბები

ევროპელი ონკოლოგები ძუძუს და კუჭის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ქუთაისში საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებენ


15 თებერვალს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, სადაც განხილული იქნება კუჭის და ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ქუთაისს ეწვევიან ლუქსემბურგის და ბელგიის წამყვანი სამედიცინო ცენტრის და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) ლიდერი ონკოლოგები: შტეფან რაუჰი და გაი იერუსალემ.
კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ონკოლოგები, ზოგადი ქირურგები, სხივური თერაპევტები და მამოლოგები დაესწრებიან. შეხვედრაზე ქართველი ონკოლოგების მხრიდან წარმოდგენილი იქნება რვა კლინიკური შემთხვევა და უცხოელი კოლეგების ჩართულობით მოხდება თითოეული რთული სამედიცინო შემთხვევის განხილვა.
კონფერენციის ორგანიზატორია ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com