ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ჭკვიანი კამერები განთავსდა

14 თებერვალი, 2019 238


ს-ს ინფორმაციით, კამერების მონტაჟი დასრულებულია, თუმცა შესაბამისი საგზაო ნიშნები ჯერჯერობით არ განთავსებულა.
 "შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამერების მონტაჟი დაასრულა და პროცედურის მიხედვით,  ველოდებით აღნიშნული მონაკვეთის საგზაო ნიშნებით აღჭურვის პროცედურის დასრულებას,  ეს უკვე ადგილობრივი მთავრობას პრეროგატივაა", -განაცხადეს უწყებაში.  
შეგახსენებთ, გზაზე სიჩქარის შემაფერხებელი მოწყობილობები და "ჭკვიანი კამერების" დადგმა ადგილობრივებმა მოითხოვეს. აღნიშნულ გზაზე ხშირია ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შეთხვევები. 
 скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: