ამბები




გიორგი ქობულია - ჩვენი სამუშაო კერძო სექტორის ხელშეწყობაა



„ყველა ჩემი კოლეგა თანამშრომელი სისტემატიურ ურთიერთობაში იმყოფება კერძო სექტორთან და პირადად ჩემი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ვატარებ იმაში, რომ ვხვდები კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მათი განცდა და მოლოდინი შევაფასო და მაქსიმალურად ხელი შევუწყო. ჩვენი სამუშაო არის კერძო სექტორის ხელშეწყობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტს 2019 წელს სამინისტროს სამოქმედო გეგმა და ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები წარუდგინა. გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემატურად სწავლობს და აანალიზებს საინვესტიციო საზოგადოების გაწყობებს და თანამშრომლობს კერძო სექტორთან მათი წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com