ამბები




სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 10 ათას ლარამდე ჯარიმა დაწესდება



სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემოწმება დღეიდან დაიწყება.
შემოწმდება იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა ნაგებობა. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა კი 500-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ჯერზე გაიცემა რეკომენდაციები და შენობების მფლობელებს მიეცემათ ვადა მათ შესასრულებლად. მეორე ეტაპზე შემოწმდება გაითვალისწინეს თუ არა მითითებები.
მესამე ეტაპი საკონტროლო შემოწმებას და დაჯარიმებას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ იქნება გამოსწორებული.  
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com