ამბები




რა ეღირება მარსზე გაფრენა - ილონ მასკმა ბილეთის ფასი დაასახელა


ილონ მასკმა მარსზე გამგზავრების ღირებულება გაასაჯაროვა. ბიზნესმენის განმარტებით, მარსზე გასამგზავრებელი ბილეთი 100 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ეს მოგზაურობა არ მოეწონება, - წერს „ინდეფენდენტი“.
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ადამიანებს ერთ დღეს წითელ პლანეტაზე წაიყვანს იმ მიზნით, რომ ისინი იქ იცხოვრებენ. გამგზავრება კი შედარებით იაფი ეღირება, თუმცა ბილეთის ღირებულება ნაწილობრივ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რეალურად რამდენი იქნება მარსზე გამგზავრების მსურველი.
„ტვიტერზე“ დასმულ კითხვაზე, თუ რა ეღირება მგზავრობა, ილონ მასკმა უპასუხა, რომ ის საკმარისად იაფი იქნება იმისთვის, რომ ბევრმა სახლის მფლობელმა შეძლოს საცხოვრებლად გადავიდეს წითელ პლანეტაზე.
„ფასი დამოკიდებულია მოცულობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მარსზე გადასვლის ღირებულება (უკან დასაბრუნებელი ბილეთი უფასოა) ერთ დღეს 500 ათას დოლარზე ნაკლები, შესაძლოა, 100 ათას დოლარზე ნაკლებიც იყოს. ფასი იქნება საკმარისად დაბალი იმისთვის, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ადამიანების უმეტესობა დედამიწაზე სახლის გაყიდვას და მარსზე საცხოვრებლად გადასვლას შეძლებს, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება“- დაწერა ილონ მასკმა.
მასკი იმედოვნებს, რომ კოსმოსში მოგზაურობის მსურველები საბოლოოდ თავის არჩევანს SpaceX-ის ხომალდზე შეაჩერებენ, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com