ამბები




მძიმე მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკაში-13 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ ომბუდსმენმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შეისწავლა


სახალხო დამცველის მწვავე შეფასება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებულ მდგომარეობას ეხება. სპეციალური განცხადება13 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ მომზადდა, სადაც წერია, რომ დაწესებულებაში სისტემური პრობლემები არსებობს და მომხდარიც სავარაუდოდ სწორედ ამ შემთხვევებს უკავშირდება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კლინიკა პაციენტებით გადატვირთულია და ასევე პრობლემაა პერსონალის მხრიდან პაციენტთან კომუნიკაციაც. სახალხო დამცველის ამ შეფასებას გამოეხმაურნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც პრობლემები ნაწილობრივ აღიარეს.
„გადატვირთულობა  ნამდვილად შეინიშნება. პრაქტიკულად დიდი ნაკადი პაციენტებისა მოგვმართავს სტაციონირებისათვის. შეიქმნა მობილური ჯგუფი. გავითვალისწინებთ აუცილებლად სახალხო დამცველის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და ალბათ  გარკვეული ცვლილებები მოჰყვება ამას ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების,“-განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა ჟანა ფურცელაძემ. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com