საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2 %-ით გაიზარდა

13 თებერვალი, 2019 184


2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარი (1.1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: