ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა



 
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე - www.funshop.ge შეუძლიათ.
მაღაზიაში შესაძლებელია, ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინ მაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის შეძენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში  არის შესაძლებელი.
ვითიბი ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრებისთვის  კიდევ არა ერთი სიახლის შეთავაზება გვაქვს დაგეგმილი. ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტია და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com