,,უნივერსიტეტის კარის თამაშები“ ანუ დაიგეგმა თუ არა წინასაარჩევნო აფიორა წერეთლის უნივერსიტეტში?


,,უნივერსიტეტის კარის თამაშები“ ანუ დაიგეგმა თუ არა წინასაარჩევნო აფიორა წერეთლის უნივერსიტეტში?

მოქმედი რექტორის პირველი ნაბიჯები


ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს მივყვეთ ქრონოლოგიას:დღეს მოქმედი რექტორი გიორგი ღავთაძე, ჯერ კიდევ, ნაციონალური პარტიის ხელდასმით დაინიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2012 წელს პირველი ვადით იყარა კენჭი და არჩევნების შედეგად გააგრძელა რექტორის მოვალეობის შესრულება. მოლოდინი საუნივერსიტეტო ცხოვრების გაჯანსაღება და უკეთესი შედეგისათვის ბრძოლა იყო.

პოლიტიკური წიაღსვლები

როცა ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება“ მოვიდა, პირველი რაც რექტორმა გააკეთა, შემოირიგა უნივერსიტეტიდან გაშვებული, პოლიტიკურად აქტიური პროფესორები და 2015 წლის თებერვალში იგი კვლავ, მეორე ვადით, რექტორად აირჩიეს. და შესაბამისად, დაანონსებული რეფორმები, გაუმჯობესებული რეიტინგები და შედეგზე ორიენტირებული სწავლება კვლავ მოავლისთემა გახდა. აქ არც თუ იშვიათად, საუბრობდნენ გაცდენილ ლექციებზე, პრივილეგირებულ ლექტორებზე, თუ პოლიტიკური მრწამსით განაწილებულთანამდებობებზე და ცვლილებებს მორიგ არჩევნებს უკავშირებდნენ, რადგან რექტორის ცვლილება საუნივერსიტეტო ცხოვრების გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს. პირველ ეტაპზე მაინც (ახალი ცოცხის ეფექტი)

თანამდებობის დაკავება უფრო რთულია თუ დატოვება?

ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს, რა თქმა უნდა არავისგან ველით.თუმცა, ცდას- შეინარჩუნოს მოპოვებული კეთილდღეობა -არავინ აკლებს, რადგან ჩვენში ნორმად იქცა, რომ თანამდებობა კეთილდღეობა უფროა, ვიდრე პასუხისმგებლობა და შრომა. შესაბამისად, ბუნებრივია, მოქმედ რექტორსაც გასჩენოდა მსგავსი ზრახვები. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოარული აზრი, რომ მოქმედ რექტორს მესამე ვადით არჩევის უფლება ჰქონდა და შესაბამისი არგუმენტიც მოჰყავდათ: ,,რიგით მეორე არჩევნების დროს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიგადაკეთდა ,,აიპი“–დან ,,სსპ“–დ. ამიტომსსპ–ში უნივერსიტეტის მმართველები მხოლოდ ერთხელ იყვნენ არჩეულნი. ახლა მთავარი აკადემიური საბჭოს იმგვარად შერჩევა იყო, რომ სასურველი კანდიდატისათვის დაეჭირათ მხარი.“

როგორ შეირჩა აკადემიური საბჭო

​​პირი, რომელიც ამ პროცესებს აკვირდება გვიყვება:- ,,ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს ჩატარებული აკადემიური საბჭოს არჩევნებში, ბიულეტენებში მხოლოდ და მხოლოდ ის კანდიდატები დაფიქსირდნენ, რომლებსაც თავად ხელმძღვანელობამ დაავალა მონაწილეობის მიღება, არასასურველ ადამიანებს განცხადება უკან გაატანინეს (მაგ. თამაზ გამსახურდიას). ასე ,,ჩატარდა“ იმ აკადემიური საბჭოს არჩევნები, რომელიც ახლა ​თავად ,,ირჩევს“ რექტორს და მთელი ძალისხმევით, იურისტებთან კონსულტაციებით, უამრავი შესაძლო ვარიანტების განხილვით, მივედით 6 დეკემბერთან, როცა აკადემიური საბჭოს მიერ ,,გამოცხადდა“ რექტორის არჩევნების თარიღი – 2019 წლის 22 თებერვალი“

იძულებითი საჯაროობა, თუ საბჭოს მცდელობა, რაც შეიძლება კონკურენტულ გარემოში ჩატარებულიყო რექტორის არჩევნები

აქაც ერთ საინტერესო ამბავს გვიყვებიან: ,,6 დეკემბერს არჩევნების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე დადეს. 8 იანვრიდან 21 იანვრის 3 საათამდე საარჩევნო კომისიაში ცხადდებოდა საბუთების მიღება, მაგრამ ეს ინფორმაცია მალევე გაქრა და 12 იანვარს, ჟურნალისტების დაინტერესების შედეგად, ისევ გამოჩნდა, თუმცა გამოჩნდა ისევ 6 დეკემბრის რიცხვით–თითქოს არც არსად გამქრალა. როგორც იქნა, მოვიდა 21 იანვრის დილა. ჯერ კიდევ 11 საათზე რჩებოდა განცდა, რომ მოქმედი რექტორი გიორგი ღავთაძე, სარჩევნო კომისიაში საბუთების შეტანისთვის ემზადებოდა, თუმცა, როგორც თქვეს, ბოლო წუთებში მოულოდნელად გადააფიქრებიეს, იმ მოტივით, რომ ეს ქმედება უკანონი იქნებოდა.
აი, აქ კი დაიწყო ახალი ,,კავკასიური წრის“ გათამაშება. სასწარაფოდ გამოიძახეს რექტორის აპარატის უფროსი, წერეთლის უნივერსიტეტთან შემოერთებული სუბტროპიკული ინსტიტუტის ყოფილი რექტორი როლანდ კოპალიანი და რექტორის აუდიტორიის სახელით ცნობილ 1118 აუდიტორიაში სასწარაფო წესით,რექტორის, მისი მოადგილის შალვა კირთაძის, მერაბ საღინაძის, კახა კუპატაძის მონაწილეობით მოითათბირეს შემდეგი- როლანდ კოპალიანი გიგა ღავთაძის მიერ გამზადებულ საბუთებს საკუთარი სახელით შეიტანდა საარჩევნო კომისიაში. აკადემიური საბჭო კი, რომელიც გიგა ღავთაძის პროტეჟეებითაა დაკომპლექტებული მას დაუჭერდა მხარს. როგორც ითქვა, როლანდი დიდი წინააღმდეგობის შემდეგ დათანხმდა.“

მხოლოდ ვარაუდი

თუ ზემოთ მონათხრობი გამართლდა, მოქმედების შემდეგი განვითარება ჩვენი რესპოდენტის თქმით, სულაც არაა რთული გამოსაცნობი: ,,აკადემიური საბჭო მხარს დაუჭერს როლანდ კოპალიანს და იგი რექტორი გახდება, ის არ შეეხება რექტორის მოადგილეების კირთაძის, საღინაძის, ან დეკანების თანამდებობებს– პოსტს ყველა უკლებლივ შეინარჩუნებს. ახლად არჩეული რექტორი რამდენიმე თვის ​შემდეგ, პირადი განცხადებით, მოულოდნელად გადადგება და შემდეგ დიდი ალბათობით, დღევანდელი რექტორი ისევ რექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება. ეს კი, ამ ხელისუფლების და სხვა შემთხვევაშიც, საუნივერსიტეტო ავტონომიიდან გამომდინარე, კიდევ ორი ვადით მოღვაწეობის შანს მისცემს.მერე რა თუ წერეთლის უნივერსიტეტის პოზიციები საერთო საუნივერსიტეტო რეიტინგებში უარესდება და არც სტუდენტებისთვისაა აქ სწავლა პრესტიჟული. ისინი თვითგანვითარებისა და ცალკეული, კეთილსინდისიერი ლექტორების იმედად არიან. “ ​

რატომ ჩაერთო ამ პროცესში როლანდ კოპალიანი?

ჩნდება კითხვა:- კარგი რეპუტაციის მქონე პროფესორი როლანდ კოპალიანი, რომელსაც გაწონასწორებულ და აკადემიური საქმიანობისათვის თავგადადებულ პიროვნებად ახასიათებენ, რატომ დაეთანხმა შეთავაზებას? პასუხი ასეთია : ,,მას კაცური სიტყვა ათქმევინეს და ის აუცილებლად შეასრულებს ამ სიტყვას, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით–მას აღუთქვეს ,,სუბტროპიკული ინსტიტუტის“ დამოუკიდებლობის დაბრუნება. ანუ ინსტიტუტი, რომელიც იძულებით შემოიერთეს, წერეთლის უნივერსიტეტს გამოეყოფა და ასევე, დაუბრუნდებათ მატერიალურ ტექნიკური ბაზა და კორპუსები. ამ ცდუნებაზე იგი უარს ვერ იტყოდა და სასწარაფო წესით დაიწყო კიდეც თანამშროლებთან ამ პროცესის განხორციელებისთვის მუშაობა. ეს გარიგება არჩევნებისთვის საბუთების რეგისტრაციის დასრულებამდ მხოლოდ სამი საათით ადრე გადაწყდა. საქმე ისაა, რომ ეს ინფორმაცია იცის ყველა თანამშრომელმა. ზოგი თვლის, რომ ხელს არაფერი შეუშლით და ხელი ჩაიქნიეს, ზოგი კი ამ იმედს ჩაეპოტინა და არც აწყობთ სიტუაციის შეცვლა. ჩემი ინფორმაციით, მეორე კანდიდატი დავით ნიშნიანიძეც ინფორმირებულია ამ აფიორის შესახებ, თუმცა რეაგირება ძალიან რთულია.“

და მაინც, რატომ არის ცვლილება საჭირო?

საინფორმაციო საშუალებებთან მიცემულ ინტერვიუში როლანდ კოპალიანი აცხადებს, რომ ისინი (დღევანდელი ადმინისტრაცია) ერთი გუნდია და უფრო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არის მუშაობა საჭირო,დავით ნიშნიანიძე კი აცხადებს, რომ ცვლილებების დროა და სასწავლო პროგრამებს და ახალ ინიციატივებს მეტი ყურადრება სჭირდება. ჩვენი რესპოდენტიამბობს:
,,თუ ეს პროცესები არ გამოაშკარავდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ ექნება იმის საფრთხე, რომ დარჩება გამეფებული დისკრიმინაცია–ხელფასები დაინიშნება მხოლოდ სიმპატია–ანტიპატიის საფუძველზე, იქნება გამეფებული ნეპოტიზმი–მაგ. შოთა ლომინაშვილის ოჯახის ყველა წევრი მაღალ თანამდებობებზეა და უარესიც–ზოგს ორი ხელფასიც აქვს, კვლავ მოხდება ჭკვიანი და საქმის მცოდნე პროფესურის გადინება და ა.შ.“

  ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ პროცესებს, არჩევნები 22 თებერვალს გაიმართება. უკვე გაცხადებული ვერსიები კი, არჩევნებისადმი ინტერესს ნამდვილად ზრდის. არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსი ,, გიგა ღავთაძე ქუთაისის მერად.“ გამორიცხულიც არაფერია და განგებამ,უნივერსიტეტის პირველ პირს, ქალაქის პირველობა შეიძლება არგუნოს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com