ამბები




"არა ნაგავსაყრელს" გოდოგნისა და ჭოგნარის მაცხოვრებლებმა ქუთაისში მორიგი აქცია გამართეს


"არა ნაგავსაყრელს" გოდოგნისა და ჭოგნარის მაცხოვრებლებმა ქუთაისში მორიგი აქცია გამართეს


ჭოგნარისა დაგოდოგნის მაცხოვრებლებმა ქუთაისში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ,სადაც იმერეთის სამხარეო ადმიისტრაციაცაა განთავსებული დაგეგმილი მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობა უკვე მეორედ გააპროტესტეს. პირველი აქცია, რომელიცოთხ თებერვალს გაიმართა 30 კაცით შემოიფარგლებოდა დღეს კი 50-ს აღწევდა. გოდოგნისა და ჭოგნარის მაცხოვრებლები ნაგავსაყრელის აშენებით, ჰაერის მეტად დაბინძურებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას პროგნოზირებენ. აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება მოახდინეს და ერთი საათის მანძილზე შენობაში არავის უშვებდნენ.

მოსახლეობა პასუხს და დახმარებასიმერეთის გუბერნატორისაგან ითხოვენ

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ აქციას როგორც პირველად, ისე მეორედ"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეგოგი წულაია შეუერთდა, რომელიცთვითმმაერთველობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. მან მომდევო აქციაც დააანონსა და თქვა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები კვლავ გაგრძელდება.

ერთსაათიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად სამხარეო ადმინისტრაციისგან ჭოგნარისა და გოდოგნის მაცხოვრებლებმა პასუხი ვერ მიიღეს.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com