საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის წარმოება, გავრცელება და რეკლამირება დასჯადი გახდება


დღეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, დასჯადი გახდება.
კანონპროექტის მიხედვით. ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ან ჯარიმას, რომლის რაოდენობასაც სასამართლო დაადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2000 ლარია.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან.
კანონპროექტის ინიციატორების თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება და სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com