ამბები




ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს


ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
 "სასწრაფო დახმარების ბრიგადის მერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მესამე ნეკნის საპროექციო არეში დანით მიყენებული ჭრილობა, პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- უთხრა ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მისმა ყოფილმა ქმარმა დაჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com