წყნეთში ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა


წყნეთში მიმავალი ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ექვსი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ერთი დაშავებული რომლის მდგომარეობა მძიმეა, რეგიონალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები,"-ამბობს ირაკლი ფირცხალაიშვილი.
შემთხვევა წყნეთის გზაზე დღეს დილით მოხდა. წყნეთში მიმავალ ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა. 
მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com