29 წლის ბიძამ 13 წლის ძმის შვილი მოკლა. რას ჰყვებიან მეზობლები შემზარავ მკვლელობაზე

11 თებერვალი, 2019 389


საზარელი მკვლელობა რუსთავში. შემთხვევა მე-8 მიკრორაიონში მოხდა.

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. 

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: