პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

11 თებერვალი, 2019 224


დღეს, 11 თებერვალს, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტები ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებმა“ შესთავაზეს.
პროექტის თანახმად,  იქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას,რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს.მასშიმონაწილეობასავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითიათვითდასაქმებულისთვის.
თაობათა შორის სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსია გამოითვლება შენატანების წლების გამრავლებით შენატანების განხორციელებისას პირის საშუალო ხელფასსა და დაგროვებისკოეფიციენტზე. დაგროვების კოეფიციენტი გამოისახება წილადებით ანპროცენტებში და იანგარიშება ჩანაცვლების კოეფიციენტის შეფარდებით შენატანების წლების რაოდენობასთან.
„საქართველოს კანონში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტის მიხედვით, იქმნება მეორე საპენსიო სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს. მექანიზმი შემდეგია:დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლოდ ღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები. კანონპროექტის მიხედვით,მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქისანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: