ამბები




ბენია თხილავა, პროფესორი, დამსახურებული ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა


ბენია თხილავა, პროფესორი, დამსახურებული ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა

  დამსახურებული ჟურნალისტი, მათემატიკოსი,პროფესორი, პოეტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე ბენია თხილავა, ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  სამაგალითო თავისი ცხოვრების წესითა და ქცევით, აქტიური მოქალაქე და შემოქმედი. იგი საუნივერსიტეტო ცხოვრების გარდა სხვა, უამრავ საქმიანობას ეწეოდა და თითქმის ყველას საზოგადოებრივ საწყისებზე ასრულებდა. იგი იყო სანდო და ერთგული თავისი საქმის, სტუდენტების, ადამიანების, ოთხფეხა მეგობრების და ზოგადად, ქვეყნის. მიაჩნდა, რომ ორპირობა, ქრთამი, კორუფცია და ანგარებაა არის ის, რაც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას აფერხებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია წესიერი ხალხის აქტუურობა და მათი როლის წინაპლანზე წამოწევაო. 
   ბატონმა ბენიამ თავისი ჟურნალისტური საქმიანობის ბოლო წლები მეგა ტვ-ში გაატარა. მან არაერთი ადამიანის შემოქმედება და სახე გააცნო საზოგადოებას.
როგორც თავად აღნიშნავდა, იგი ავტორია 800-ზე მეტი სატელევიზიო გადაცემის, ლექსების, წიგნების, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნამუშევრების. არის დამფუძნებელი იუმორისტული აკადემიისა და საზოგადოებრივი დარბაზის, იყო წევრი მერიის მრჩეველთა საბჭოსი და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის.
  საიუბილეო დღეებში ბენია თხილავა იყო გადაცემის ,,შუადღე ქუთაისში" სტუმარი, სადაც, კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოჩინდა ბატონი ბენიას საინტერესო პიროვნება.
 ,,მეგა ტვ" თანაუგრძნობს ბენია თხილავას ჭირისუფალთ და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც დიდი ინტელექტუალური დანაკლისი განიცადა.  
  იხ. გადაცემის ჩანაწერი:  скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com