ხონში 236 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაციები გაშენდება


ხონში 236 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაციები გაშენდება

კომპანია „ბლუბერი გარდენი“ ხონის მუნიციპალიტეტში 236 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციებს გააშენებს. გაშენდება საადრეო და საგვიანო თანამედროვე ჯიშები, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება მოცვის პირველადი გადამუშავების საწარმო და განვითარდება სამაცივრე მეურნეობა.
ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი მოცვის პლანტაცია, სადაც მუდმივად დასაქმებული იქნება 80-მდე, ხოლო სეზონურად 1000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. 
დაინტერესების შემთხვევაში ადგილობრივები გაივლიან გადამზადების კურსებს და მიიღებენ შესაბამის გამოცდილებას, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარების და დამოუკიდებლად მეწარმეობის დაწყებისთვის დამატებითი შანსი და სტიმულია.
ჯამში 20 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება.
დღეს, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა. 
შეხვედრას ესწრებოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და ის პიორიტეტები გამოკვეთა, რაც ადგილობრივების დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა და სარეალიზაციო ბაზრის არსებობას შეუწყობს ხელს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com