H1N1 ვირუსით ბათუმში მამაკაცი გარდაიცვალა


H1N1-ით აჭარაში 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა. მამაკაცი გრიპსა და პნევმონიას კლინიკა "მედინაში" რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. 
ეს უკვე აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევაა.
რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსით ინფიცირების დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში მხოლოდ 5 პაციენტი რჩება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com