პარლამენტში მოსწავლეებისთვის „ოქროს ატესტატის“ შემოღების ინიციატივა გაჩნდა

08 თებერვალი, 2019 239


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ახალი ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
"ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მეორე დღეა განათლების მინისტრი პარლამენტშია. მიხეილ ბატიაშვილი ისევ სესიაზე ისმენს კითხვებს და განცხადებებს - განათლების რეფორმასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე. დეპუტატები დღეს ძირითადად ფრაქციების სახელით გამოდიან. скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: