9 თებერვალს 19 საათზე მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა


9 თებერვალს 19 საათზე  მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა

9 თებერვალს, 19 საათზე, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა!!!
ევრიპიდე
ტრაგედია - "ჰეკაბე"
მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი ერთ მოქმედებად.
მთავარ როლში ინგა კაკიაშვილი.
--------------------------------------------------
"ტროელი ქალები საუკეთესო ლიტერატურული სახეა იმ ადამიანებისა, რომლებიც არ იბრძვიან ომში, არ არიან თავდამსხმელები. მათი ბედი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა, გათელილია მათი უფლებები. ვხვდებით საკუთარი ბედის მომლოდინე, დილეგში, კარვებში გამოკეტილ ქალებს. 
პიესა გვაჩვენებს ადამიანის, ინდივიდის დაპირისპირებას სისტემურ სიმახინჯესთან. არ არსებობს არავითარი იარაღი, რომელიც ქალების უფლებებს დაიცავს ომის დროს. ამიტომ ისინი ხდებიან ომის მსხვერპლი. ვხედავთ ჰეკაბეს დაპირისპირებას ელინურ სისტემასთან, რომელიც თვლის, რომ მისი შვილი უნდა მოკვდს ზურგის ქარისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ამდენი შვილის გამზრდელ და შემედეგ - დამკარგავ დედას ეუბნებიან, რომ ეს არის სწორი, ასეა საჭირო სახელმწიფოსთვის. განაჩენი, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, აგამემნონს გამოაქვს, რომლის შვილიც სწორედ ამავე მიზეზით მოკლეს.
სამართლიანობის სახელით ჩადენილ უსამართლობას ჰეკაბე სიგიჟემდე მიჰყავს. ვხედავთ გასაოცარ მეტამორფოზას - ჰეკაბე იქცევა ბავშვების მკვლელად და ხოცავს პოლიმესტორის შვილებს. 
პიესა აშკარა ხატია იმისა, თუ როგორ იქევიან ადამინები მონსტად, დამნაშავეებად და რამხელაა სისტემის, სახელმწიფოს წილი ამაში. სამწუხაროდ, დანაშაულის შემდეგ, პასუხი მოეკითხება არა სისტემას, არამედ - ინდივიდს".скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com