ამბები




მამუკა ბახტაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტირებულების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა.
„სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა - რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014-დან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com