ამბები




"ამ ბრიგადაში თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო, ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ვინ არიან ბუნებრივი აირით გარდაცვლილები?


საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მათგან ყველაზე უფროსი, ბათო სუთიძე 54 წლის არის, ყველაზე უმცროსი, ლაშა კობახიძე კი - 20-ის. გარდაცვლილები არიან ასევე ბათო სუთიძის შვილი 29 წლის ანზორ (კუსა) სუთიძე, მისი დისშვილი 28  წლის ნიკა კაპანაძე, ძმები - 32 წლის ვახტანგ და 39 წლის ჯონდო ყაზიშვილები, ასევე 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე.
"ყაზტრანსგაზის" ოფიციალური განცხადებით,კომპანიას ხელსაწყო - ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი ჰქონდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა ის თვითნებურად კვლავ მიუერთეს ბუნებრივ აირს, რის შემდეგაც ბინა გააქირავეს. გარდაცვლილები ზესტაფონის, თერჯოლის, გორის, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქის ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშებად მუშობდნენ. გარდაცვლილი მამა-შვილი ბათო და ანზორ სუთიძეები თერჯოლიდან ასევე დაგაინტერესებთ
ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაკითხვაზე იმყოფება.დანარჩენი გარდაცვლილებიც, სავარაუდოდ, მამა-შვილ სუთიძეების ახლობლები უნდა იყვნენ გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის, სავარაუდოდ, მამა-შვილი და ძმები არიანიყვნენ, ცხინვალიდან დევნილები იყვნენ ძმები ყაზიშვილები, რომლებიც ამჟამად გორში ცხოვრობდნენ.
ბათუ სუთიძის ახლობელი ოჯახის ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
- ბათუ ტრაგიკული ბედის კაცი გამოდგა. ის თერჯოლაში ცხოვრობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, - მისი მეუღლე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის, ამას იმდენი ფინანსები სჭირდებოდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და სამუშაო ეძებნა. პირველად ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა თეთრიწყაროში, მაგრამ იქედან რომ ვერ იარა, თბილისში ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მშენებლობაზე მუშაობა წამოიწყო, თან თავისი ერთადერთი შვილი, ანზორიც აიყოლია. ისიც მამასავით შრომისმოყვარე იყო. თბილისში ხან რომელ მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან რომელზე. ბოლოს ყაზბეგში იყვნენ, თბილისის ობიექტი სულ ერთი თვის ნაშოვნი ჰქონდათ. ბათუ სანდო კაცი იყო, ამიტომ ყველგან ეძახოდნენ. ბოლოს სამშენებლო ბრიგადაც შექმნა, - ამბობდა, სანდო ბიჭები მყავს, უსაქმურ კაცს არ მივიღებ, რომ შემარცხვინოსო. ამ ბრიგადაში ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან… უდიდესი ტრაგედია მოხდა, არ ვიცი, ამ უბედურებას როგორ გავუძლებთ...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათოს თან დისშვილიც ახლდა...- დიახ. ნიკა კაპანაძე. ის ასპინძაში ცხოვრობდა და ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ თბილისში. დალხინებით არც ბათოს და ცხოვრობდა ასპინძაში.ენითაუღწერელი უბედურება მოხდა-მეთქი. მათ ოჯახებში რა ტრიალებს ენა ვერ აღწერს. ბიჭებს შორის ყველაზე პატარა, ლაშა კობახიძე სულ 20 წლის არის. და იცით რატომ იყო წასული სამუშაოდ? - ფულს აგროვებდა, რომ უცხოეთში წასულიყო, იქედან დაეხმარებოდა ოჯახს და უნდოდა აეწყო ცხოვრება. ლაშას 8 წლის უმცროსი და ჰყავს, გიჟდებოდა მასზე, ამბობდა, ჩემ დას არაფერი უნდა აკლდესო...განადგურდა ბათო სუთიძის ოჯახი ბოლომდე, დახოცილი არიან მწუხარებისაგან მისი ძმები, ყველანი დახოცილები ვართ...

ლაშა კობახიძის ახლობელი გვეუბნება, რომ ბიჭი წლების განმავლობაში სტიქაროსანი იყო, სამუშაოდ კი რამდენიმე თვეა, რაც თბილისში წავიდა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com