ამბები




მსოფლიო რბენა 5 მაისს გაიმართება


მსოფლიო რბენა 5 მაისს გაიმართება


მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 5 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება.
მესამე წელია, საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს მთავრობის სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით იმართება. Wings for Life World Run 2019 წლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფედერაცია სპორტი ყველასათვის, კომპანია რედ ბულის საორგანიზაციო კომიტეტი.
რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვია მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი (სპრინტის მორბენალი, 110 მეტრზე თარჯმორბენალი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილეები მიხეილ გიორგაძე და შალვა გოგოლაძე, მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი და ფედერაციის სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი, მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ. მათ მსოფლიო რბენის მნიშვნელობასა და ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.


2018 წლის დეკემბერში ჟურნალში „Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil). კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტრო სტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს. ელექტრო სტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს. კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს.კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტრო სტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.
2019 წლის მსოფლიო რბენისთვის მონაწილეების რეგისტრაცია30 იანვარს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზეwww.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com