კახეთში მაღალტექნოლოგიური ჩირის საწარმო აშენდება



სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური ჩირის საწარმო აშენდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება. ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა. 
საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე მოახდენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიპსისწარმოებასაც გეგმავს. 
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com