ამბები




11 წელი და არც ერთი დღე ელვარდი ექიმის გარეშე


 
11 წელი და არც ერთი დღე ელვარდი ექიმის გარეშე

 
   11 წელი, როგორც 11 დღე, წუთი, წამი, ან სულაც, გარდასახვა!
 ,,11წელი გავიდა მამას გარდაცვალებიდან. არც ერთი დღე არ მიცხოვრია ამ 11 წლის მანძილზე მის გარეშე." წერს გოგა ექიმი და ხვდები, რომ ღირსეული ადამიანები, მართლაც, არ კვდებიან. ისინი ჩვენში განსხეულდებიან და ასე, გრძელდება ცხოვრება.
ელვარდ გეგია, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო მედიცინაში ნამდვილი მოვლენა იყო, რასაც სპეციალისტები, ალბათ, უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან. მე ელვარდი ექიმის პიროვნულ, სამოქალაქო, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მინდა ხაზი გავუსვა. სიმბოლურია , სიცოცხლე ბაგრატის ტაძართან მიმავალმა დაასრულა  და დაგვიტოვა ღირსეული ცხოვრების მაგალითები-ასობით გადარჩენილი სიცოცხლე, უამრავი კეთილი საქმე და გაუხმაურებელი ქველმოქმედებანი. ოჯახი, რომელიც ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ლუკმას სხვებს უნაწილებდა.
და როგორც შეფიცულები , ელვარდი ექიმის ოჯახის წევრები  კვლავაც უანგაროდ მსახურებენ სამშობლოს, საკუთარ საქმეს, ხალხს და პროფესიას.
  მართალია , ქუჩას, რომელზეც ღირსეული ექიმი ცხოვრობდა გეგიას ქუჩა ეწოდება, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ღირსების დაცვა, ელვარდი ექიმის ხსოვნის პატივგების ნაცვლად, მისი სახელობის ქუჩაზე, მის გარეშე დარჩენილი სახლი არაერთგზის გავქურდეთ. დიახ , გავქურდეთ, რადგან ეს, ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით!
   ბოლოს კი, არაფერი წარმოაჩენს ელვარდი გეგიას პიროვნულ თვისებას ისე კარგად, როგორც მისი საქმის საამაყო გამგრძელებელის, გოგა ექიმის ნაამბობი: ,,1999 წლის ზაფხულში ქალბატონი მოვიდა ბიჭუნასთან ერთად მამაჩემთან, მუცელი სტკივაო. დიდი ხანი ვცდილობდი გამერკვია რა იყო ტკივილის მიზეზი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი და მამას ვუთხარი , რომ ვერაფერი გავიგე. მამაჩემმა ხელში რაღაც მომცა მითხრა მშიერიაო ბავშვი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა, ხელში 100ლარი მეჭირა. 100 ჯერ გაიზარდა ჩემს თვალში იმ დღეს ისედაც ბუმბერაზი კაცი. ახლაც მახსოვს იმ დედის თვალები. ასეთი კაცი იყო მამაჩემი“
დიახ, ასეთი იყო ბატონი ელვარდ გეგია, ექიმი, რომელმაც ხონს და სამშობლოს ბოლომდე უერთგულა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com