ქუთაისში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო


ქუთაისში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებული ნაძვის ხისა და ქალაქის ცენტრში განთავსებული განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.. შეგახსენებთ, საახალწლო განათებების მორთვა ქალაქში ისედაც გვიან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობა კრიტიკის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ საახალწლო დეკორაციების შესაძენად წელს ქუთაისის მერიამ 110 ათასი ლარი დახარჯა. თუ რამდენად მოეწონათ განათებული ქუთაისი მოქალაქეებს -მეგატვ ამ კითხვით კვლავაც დაინტერესდა. როგორც გავიგეთ საზოგადოების უმეტესობა დამონტაჟებულ განათებებს უარყოფითად აფასებს და ამბობენ, რომ ამ წელს მერიისგან მეტ სიახლეს ელოდნენ.საახალწლო მორთულობების დემონტაჟს ქუთაისში მერიის ააიპი "ქუთგანათების სერვისი" ასრულებს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com