ამბები




მოქმედი კანონი რევიზიას არ საჭიროებს-კოალიცია მეტ დასაბუთებას ითხოვს


მოქმედი კანონი რევიზიას არ საჭიროებს-კოალიცია მეტ დასაბუთებას ითხოვს


  საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებები, იმის თაობაზე , რომ ცილისწამებასა და ადამიანთა შეურაცხყოფაზე კანონმდებლობა  უფრო სენსიტიური უნდა იყო და რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე. ეს მინიშნებები არასამთავრობო სექტორისა და მედიისათვის არის სიგნალი იმისა, რომ შეიძლება გადაიხედოს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც მტკიცებულების ტვირთს საჯარო მოხელეს აკისრებს. 
განცხადებაში, რომელსაც კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის ავრცელებს ნათქვამია: 
 
"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.
ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.
ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას."

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com