ამბები

"ჯერ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა"-ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ


"ჯერ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა"-ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ


არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისში, თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა.
აქციის მონაწილეებმა თეთრი ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით „სახიფათოა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა.
„ორი კვირის წინ დაზიანდა ხიდის ის ნაწილი, სადაც მინაა განთავსებული. დღემდე, ხელისუფლებას რამე ქმედითი ზომები მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არ მიუღია“, – განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლის“ თავმჯდომარემ, გია გოქაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს ქუთაისის მერია გამოეხმაურა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, მერია დაზიანების შესახებ გამოძიების დასრულებას ელოდება, ხიდზე გადაადგილება კი, უსაფრთხოა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com