ამბები

სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com