ამბები




კომპანია, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა 185 307 ლარით ჯარიმდება


კომპანია, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა 185 307 ლარით ჯარიმდება

ქუთაისის მერიასა და თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუს" შორის ხელშეკრულება 2018 წლის ხუთ დეკემბერს შეწყდა. შემსრულებელ კომპანიას მერიის სასარგებლოდ 185 307 ლარის საჯარიმო გადახდის ვალდებულება დაეკისრა.. აღნიშნული სარჩელი მერიის სასარგებლოდ კომპანიას 2019 წლის ცხრა იანვარს დაეკისრა. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის თქმით ამ დროისთვის შემსრულებელ კომპანიას არც საკუთარი ბრალდებები და თავდასაცავი არგუმენტები არ წარუდგენიათ.

მეგატვი კომპანია "ალმა რუს" დირექტორს მერაბ გაბუნიას დაუკავშირდა, თუმცა პიროვნებამ, რომელმაც გვიპასუხა ვინაობა უარყო, მაგრამ კითხვებზე პასუხი მაინც გაგვცა, მისი თქმით საჯარიმო ციფრი რასაც ქუთაისის მერია აწესებს არარეალურია და კომპანია ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტენდერი განმეორებით კვლავ გამოცხადდება. რომელი კომპანია მოიგებს ამჯერად ტენდერს ან მოიგებს თუ არა საერთოდ ვინმე რთული სათქმელია,ალბათ დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს,ქალაქის თვითმართველობა არც კი გაიფიქრებდაა თეთრი ხიდის რეაბილიტაციას.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com