გავიგონეთ ხმა რომ დაეჯახა, ზოგს ფეხი მოტეხილი, ზოგს თავზე ტრავმა... - თვითმხილველები ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის დეტალებს იხსენებენ

09 იანვარი, 2019 275


                               


ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი. კატასტროფა სამშენებლო კომპანია "რედიქსის" მშენებარე კორპუსთან იმ დროს მოხდა, როცა ობიექტის მუშები მათთვის განკუთვნილ ჯიხურში შედიოდნენ. მათ სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახათ.  რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ამას გამოძიება ადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„ოთახში ვისხედით 14 ბიჭი იყო, ამ დროს გავიგონეთ ხმა რომ დაეჯახა. ზოგს ფეხი მოტეხილი, ზოგს თავზე ტრავმა, ერთი საერთოდ გადახრილი იყო და აღარ არის, დაიღუპა“-ამბობს სამშენებლო ობიექტის წარმომადგენელი.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი რატი ცქიტიშვილი ამბობს, რომ სულ მათი ცხრა თანამშრომელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში არიან
გადანაწილებული. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული მუშები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცქიტიშვილის თქმით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. 

რა მოხდა ზუსტად სამშენებლო ობიექტზე, თვითმხილველების დაკითვების შემდეგ გახდება ცნობილი.  
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: