ამბები




სასწრაფოს მანქანა ჭავჭავაძეზე ტროტუარზე მუშებს დაეჯახა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა


                                 


ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს დაეჯახა.

ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს, რომ შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა 9 იანვარს, დილის საათებში მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com