ამბები




ქართველები მარსზე ვენახს გააშენებენ?


საქართველოში ჩატარდება ექსპერიმენტები, რათა მომავალში მარსზე ვენახის გაშენება მოხერხდეს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქართული რქაწითელი, შესაძლოა, პირველი ღვინო გახდეს, რომელსაც მარსზე დააგემოვნებენ, ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე”.
იმის თაობაზე, რომ საქართველო ჩაერთო კოსმოსის ათვისების პროექტში და ვაზის კულტივაციის ინიციატივით გამოვიდა, ცნობილი ქვეყნის ეროვნული მუზეუმის განცხადებიდან გახდა. ბოლო პერიოდში მსოფლიოს დიდი ორგანიზაციები ხშირად აანონსებენ პროექტებს კოსმოსის ათვისების მიმართულებით, ხოლო ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA მარსის კოლონიზაციის პროექტზე აქტიურად მუშაობს.
კვლევებმა უნდა ჩვენოს, რომელი ჯიშის ყურძენს შეუძლია რადიაციის, მტვრის ქარიშხლისა და სხვა გამოწვევების გაძლება, რომელიც მარსზე არსებობს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსიანული ღვინით სავსე ბოკალის შესმას, როდესაც ახალ წელს ახალ პლანეტაზე შევხვდებით?”, – ნათქვამია სტატიაში.
პროექტზე მუშაობაში ჩართული არიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მეწარმეები.
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში 2019 წელს პირველი ე. წ. ვერტიკალური ბაღის გახსნა იგეგმება.
ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს, და მცენარეებს მზის სხივები არ სჭირდება. სწორედ ასეთ გარემოში გაზრდილი მცენარეები შეძლებენ შემდგომ მარსის კოლონიაში არსებობას”, – აღნიშნულია სტატიაში.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ წითელი პლანეტის კლიმატს უფრო თეთრი ყურძენი გაუძლებს, ვიდრე შავი. ყურძნის ერთ-ერთ ასეთ სახეობად რქაწითელი განიხილება, რადგან მის კანს ადვილად შეუძლია მარსის მტვრის ქარიშხლის გაძლება.
კვლევებმა უნდა დაადგინოს 2022 წლისთვის მარსზე მოსაყვანად საუკეთესო ყურძნის ჯიში.
საქართველოს კოსმოსური კვლევების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ დობორჯგინიძის განცხადებით, თუ ადამიანები ოდესმე მარსზე იცხოვრებენ, საქართველომ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
ჩვენმა წინაპრებმა ღვინო დედამიწაზე მოიტანეს, ამიტომ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ მარსზეც”, – განაცხადა მან.
საქართველოში ექსპერიმენტები ყურძნის ჯიშებზე მარსის ნიადაგის მსგავს ნიადაგზე განხორციელდება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com