ამბები

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა



ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით,ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა.
უწყების ინფორმაციით, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია.
„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილების მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს.
ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილება აკრძალულია. ამჟამად იქ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას 92 მანქანა ელოდება. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com