ამბები

ადამიანები აღარ ერიდებიან შეურაცხყოფას, სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა სიკვდილის ტოლფასი - პატრიარქის ეპისტოლე






ღვთისმსახურების შემდეგ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს. ტრადიციულ მასში პატრიარქმა რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:

მათ შორის არის ნარკომანია, აზარტული თამაშები, აბორტი. ეპისტოლეში ასევე ნათქვამია, რომ ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა.

"დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვაზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი,"-ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი საუბრობს მომავალი თაობის აღზრდაში სკოლის როლსა და ,,დედა ენის” დაბრუნებას დაწყებით კლასებში დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს რო გასაკეთებელი კვლავ ბევრია.

"პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას. სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები". უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ,"-აცხადებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com