ამბები

საფრანეთში დაკავებულ საქართვერეკორდი: აფთიაქებში 50 მილიონი ლარის გრიპის საწინააღმდეგო წამლები გაიყიდა


ღორის გრიპის შემთხვევები გახშირდა, ისევე როგორც გაიზარდა ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, რა გასაკვირია, რომ მოსახლეობაში პანიკა უკვე შეიმჩნევა. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პროცესზე გავლენას სოციალური ქსელებში გავრცელებული საეჭვო ინფორმაციები უფრო ახდენენ, ვიდრე შესაბამისი ოფიციალური უწყებები.
უფლებადამცველის გიორგი მუხიგულაშვილის აზრით, მოსახლეობის განათლებაზე - როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსებს - ჯანდაცვის სამინსტრო საერთოდ არ ზრუნავს, არადა, ეს მისი პრეროგატივაა. ჯანდაცვა კი, რატომღაც, საეჭვოდ დუმს, თითქოს ის გიგანტ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვის საშუალებას აძლევს, თანაც საკმაოდ მაღალ ფასში.
"ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზე მეტი გაციების საწინააღმდეგო წამლები იყიდება. ეს მეგაფარმაცევტული კომპანიები, ისე ჩანს, თითქოს ხელს ითბობენ და ღორის გრიპზე ფულს აკეთებენ, ეს აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა უწყებებმა", - აცხადებს მუხიგულიშვილი.
გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, ქვეყანა ღორის გრიპს მოუმზადებელი შეხვდა. მისივე თქმით, ამაში მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროა დამნაშავე.
სააფთიაქო ქსელებში ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასი სწრაფად იზრდება. ტამიფლუს ფასმა, მაგალითად, 60 ლარიდან 110 ლარს მიაღწია და დეფიციტის გამო, მის გაძვირებას არც მომავალში გამორიცხავენ. უფლებადამცველის აზრით, ეს ეგრეთ წოდებული ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები სინამდვილეში არაფერს შველის, სწორი და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა პაციენტებს „იმუნიტეტის ამაღლებისთვის საჭირო მედიკამენტები დაენიშნოთ“.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com