ამბები




თეთრი ხიდის დაზიანების ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს


თეთრი ხიდის დაზიანების ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

თეთრი ხიდი, რომელიც 2 ნოემბერს პომპეზურად გაიხსნა უკვე ცნობილია, რომ შუშა ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე გაიბზარა. ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და გამოყოფილია ის ტერიტორია, სადაც გავლა ამ დროისთვის აკრძალულია. თეთრი ხიდის დაზიანების ფაქტზე არსებობს სხვა და სხვა ვერსიები, თუ რის გამო შეიძლება დაზიანებულიყო, თუ რა ვერსიები აქვთ მოქალაქეებს დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ამით მეგატვ დაინტერესდა. ქალაქის თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საგამოძიებო შედეგები მოქალაქეებისთვის ცნობილი სულ მალე გახდება. ზვიად ჯავახია მერიაში არსებულ აზრს მეგატვთან აფიქსირებს და არ გამორიცხავს, რომ ხიდზე განთავსებული შუშა ხელოვნურად იყოს დაზიანებული. შეგახსენებთ, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვსი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. რებილიტაციისთვის გაწეული თანხა 436 ათასი ლარი იყო. წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე კი ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხიდზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად ტენდერი კვლავ გამოცხადდება. რამდენად მალე მოხდება სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი პრობლემების აღმოფხვრა ეს მხოლოდ დროის საკითხია.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com