ამბები

"ეს არაა მარტო გამსახურდიების ტკივილი"-ქუთაისში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ


"ეს არაა მარტო გამსახურდიების ტკივილი"-ქუთაისში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შესაძლოა დაიხუროს. გამოძიებაზე შედეგი კი ჯერაც არ დამდგარა. კითხვაზე თუ ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზეიდენტი პასუხი ჯერაც არ მიუღია როგორც მისი ოჯახის წევრებს ისე მთლიანად ქართველ ერს. საკითხის ქუთაისში ეროვნული მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით საქმის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია დაამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჭირდება.

საქმეზე გამძიების დასრულებასერვნული მოძრაობისა თუ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან ერთად ითხოვენ რიგითი ქუთაისლებიც. საჭიროa საბოლოოდ გაეცეს კითხვას პასუხი თუ ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი აცხადებენ ისინი

საქმეზე გამოძიებისა და შედეგის დადების მოთხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახმა პროკურატურასთან შიმშილობა უკვე დაიწყო.მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. შესაბამისად, შვილების მოთხოვნაა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com