ამბები

ლევან უჩანეიშვილს დღეს 60 წელი შეუსრულდა



ლევან უჩანეიშვილს დღეს 60 წელი შეუსრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობი ლევან უცანეიშვილი 1958 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. დაიწყო როგორც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობმა. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში. აღსანიშნავია ფილმები „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.
1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, სადაც მონაწილეობას იღებს ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), „ბლეიდი“ (1996), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „ვირუსი“ (1999), „25-ე საათი“ (2002) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში. აგრეთვე იღებენ რუსეთის კინოსტუდიები.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com