ამბები




ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი: ახალი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის


ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი: ახალი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის

თბილისი 12 დეკემბერი: ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში ახალი და უსაფრთხო გზების განვითარების ხელშეწყობის ახალ პროექტს ხელი მოაწერეს.
 
ტექნიკური დახმარება საქართველოს სატრანსპორტო კავშირისთვის წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 7 წლიან პროგრამას 6,136,000 ევროს (დაახლოებით 19 მილიონი ლარის) ოდენობის მთლიანი ბიუჯეტით. კერძოდ, ეს პროექტი: 
  • საქართველოს საგზაო ქსელში ახალი ინვესტიციებისათვის აუცილებელ ტექნიკურ კვლევებს მოამზადებს;
  • საქართველოს ეროვნული საგზაო პროგრამის განხორციელების მხარდასაჭერად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობათა გაძლიერებას და ტრენინგს უზრუნველყოფს;
  • ჩაატარებს პროექტის განხორციელების შესაძლებლობის და დაგეგმვის კვლევებს, რომელიც აუცილებელია სახიფათო საგზაო მონაკვეთების (საგზაო-სატრანსპორტო ინციდენტების კონცენტრაციის მონაკვეთების) აღმოსაფხვრელად.
 
პროექტის საქმიანობა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.
 
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა, ლორენს მერედიტმა აღნიშნა: "გაუმჯობესებული საგზაო ქსელები ეკონომიკური განვითარების ძირითადი ელემენტია, რომელიც ადამიანებს შორის კავშირებს ქმნის და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გაცვლებისა და ვაჭრობის საშუალებას იძლევა. ეს პროექტი ჩაუყრის საფუძველს უახლოეს წლებში საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების აშენებას".
 
ეს პროექტი არის ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის  საქართველოში საგზაო სექტორის მხარდაჭერის უახალესი ინიციატივა. 2012 წლიდან ევროკავშირი და ევროკავშირის ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი ხელს უწყობენ საქართველოს სატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაციას, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე 68 კილომეტრზე მეტი გზა აშენებულია და / ან რეაბილიტირებულია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის  მხარდაჭერით.
 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com