ჯულია რობერტსის შესახებ სტატიაში ერთი ასო შეეშალათ და ამაზე მთელი ინტერნეტი ხალისობს



სრულიად ინტერნეტი ხარხარებს ნიუ იორკის ერთ-ერთი გამოცემა Post-Journal-ის სტატიაზე, რომელიც ჯულია რობერტს ეხება და რომელსაც ძალიან სასაცილო სათაური აქვს."ჯულია რობერტის ცხოვრება და ხვრელები ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას და შეუძლებელია, ერთხელ წაკითხვით მიხვდე, რას გულისხმობს ავტორი. ვერც მეორედ წაკითხვით მიხვდებით, დაგვერწმუნეთ, რადგამ სრული გაუგებრობა ერთმა შეცდომამ გამოიწვია, ერთი ასოს შეცდომამ. 
საქმე იმაშია, რომ სტატიის სათაური უნდა ყოფილიყო - " ჯულია რობერტის ცხოვრება და როლები ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება". როლები ინგლისურად იწერება Roles, ბეჭდვისას კი შეცდომით Holes დაიწერა, რაც ინგლისური სიტყვაა და ხვრელებს ნიშნავს. 
მას შემდეგ, რაც თვითერზე ელვისებურად გავრცელდა აღნიშნული სათაური, გამოცემამ განაცხადა, რომ შეცდომა გაიპარა და Holes-ის ნაცვლად Roles-უნდა ყოფილიყო. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com