ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია სამართლებრივი გზით, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს


გაერთიანებული ოპოზიცია სამართლებრივი გზით, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

   „ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი... ჩვენს სარჩელში უზარმაზარი, ზღვა მასალა არის წარმოდგენილი, ერთი მხრივ, იმ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირების, რომ სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე, ყველას კარგად გვახსოვს, ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ამ ყველაფრის ვიდეო და აუდიო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში. ჩვენს სარჩელს თან ერთვის, რა თქმა უნდა, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური, მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა და ეს ფაქტი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, დადასტურებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით და ეს ყველაფერი მოყვანილია სარჩელში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერის და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძვრასაც ითხოვს. 
„მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, სადაც ასევე აირს საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბახტაძის, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშული ჩაიდინა თავის განცხადებაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com