ძლიერი აფეთქება მოხდა ქუთაისში, ახალგაზრდობის 86-ში


ძლიერი აფეთქება მოხდა ქუთაისში, ახალგაზრდობის 86-ში

ქუთაისში, ახალგაზრდობის 86 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია, შედეგად კი 75 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ მეგა ტვ-ს გადამღებ ჯგუფს , ადგილზე მხოლოდ ექსპერტიზის ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ჩვენთან ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
აფეთქება ძლიერი იყო, თუმცა არა ისეთი, რომ სხვა მეზობლად არსებული სახლებიც დაეზიანებინა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ აფეთქმების მიზეზი სიგარეტის მოკიდება გახდა, დაგროვებულმა აირმა კი უეცარი აფეთქება გამოიწვია.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დროულად გადაიყვანა საავადმყოფოში . მიღებული აქვს საკმაოდ ბევრი დამწვრობა, თუმცა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com