ამბები




პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა


პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა


პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი - ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც დაკავებულმა ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მან ასევე აღიარა წარსულში მის მიერ ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის სახლიდან 5000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com