სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა


სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 780,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 312,000 ლარი გრანტია. აღნიშნული მეურნეობა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 115 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com